
მეზვრიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
02/12/2020 18:30:47 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი სამომავლო გემგმებზე საუბრობს.
"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ. შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, ნებისმიერი გზით, აქტიურად მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომლებიც პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია. ვაპირებ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი", -წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 23 ნოემბერს ნათია მეზვრიშილმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას "განსაკუთრებული მადლობა" გადაუხადა და თანამდებობა დატოვა. მეზვრიშვილს არც მაშინდელ და არც დღევანდელ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021