Accentnews.ge
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "კობა გვენეტაძეც მსხვერპლია "

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "კობა გვენეტაძეც მსხვერპლია "

26/02/2019 09:37:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თქვენ გინდათ გადაეფაროთ ეროვნულ ბანკს კი არა, ბიძინა ივანიშვილს - ამ შემთხვევაში კობა გვენეტაძეც მსხვერპლია იმ ყველაფრისა რაც აქ ხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა და კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მიეცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვების დასმის საშუალება.

„აქ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკს არ წარმოადგენენ. სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც მათ, სწორედ იმიტომ დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო, რომ ბანკი ამ დისკუსიიდან გვერდზე გავიდეს. რაც არ უნდა ამტკიცოს არჩილ თალაკვაძემ, რომ თითქოს ეს დისკუსია ზიანს აყენებს საფინანსო სექტორს, სინამდვილეში ამ ზიანის მიყენება დაიწყეს სამთავრობო ტროლმა საიტებმა 8 იანვარს, როდესაც პირველად გახეთქეს ამბავი და დღეს დადასტურებულად ყველა სამთავრობო ტროლი ჩართულია უზარმაზარ კამპანიაში ხაზარაძისა და ჯაფარიძის გაშავების. ამას მთავრობის დაკვეთით აკეთებენ,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S