Accentnews.ge
თინა ხიდაშელი: "ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს"

თინა ხიდაშელი: "ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს"

02/12/2020 08:57:23 საშინაო პოლიტიკა

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განცხადებით, "ოპოზიციამ უნდა გადააბიჯოს თავის სიტყვას, მოთხოვნებს და პარლამენტში შევიდეს".

როგორც მან "რადიო თავისუფლების" „დილის საუბრებში“ სტუმრობისას აღნიშნა, "ხელისუფლება დათმობაზე წამსვლელი არ არის":

„ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და საკუთარ ნათქვამ სიტყვას უნდა გადააბიჯოს იმიტომ, რომ გავიგეთ, რომ ეს ხელისუფლება არაფერზე წამსვლელი არ არის, და აბსოლუტურად უუნაროა, კონსენსუსი აშენოს და რაიმე გადაწყვეტილებისკენ იაროს. არც არაფრის ფასის გადახდას არ აპირებს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის შეფასებით, „ქართული ოცნება“ კმაყოფილიც არის იმით, რომ ერთპარტიულ პარლამენტში აღმოჩნდება, თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს".

"გაზაფხულზე ქვეყანაში აუცილებლად გაიმართება რიგგარეშე არჩევნები იმის მიუხედავად, დაკმაყოფილდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის პარლამენტში შესვლის პირობა", – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, "ახლა მთავარი ამოცანაა გაირკვეს რიგგარეშე არჩევნებზე ქვეყანა იგივე თამაშის წესებითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის იგივე შემადგენლობით მიდის, თუ განსხვავებულით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S