
კალაძე პოლიტიკურ პარტიებს საჯარიმო სანქციის შესახებ აფრთხილებს
02/12/2020 07:27:57 საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე კალაძე პოლიტიკურ პარტიებს საჯარიმო სანქციის შესახებ აფრთხილებს.
მისი თქმით, "ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი"
„მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები გაკრული, ღობეებსა და კედლებზე, რადგან ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ მაქსიმალურად ეს პლაკატები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული, ჩამოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, რომ ყურადღებით იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. .
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021