Accentnews.ge
"გამონაკლის დავუშვით, რადგან მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელია"

"გამონაკლის დავუშვით, რადგან მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელია"

27/11/2020 10:06:19 საშინაო პოლიტიკა

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები 7 იანვარს, მაშინ, როცა მართლმადიდებლური ეკლესია შობას აღნიშნავს იმიტომ იხსნება, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია.

"ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი მართმადიდებელი საზოგადოებაა, უქმე დღეებიც, როგორც შობა და სხვა უქმე დღეები დაკავშირებულია უშუალოდ მართმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას 6-დან 7 იანვარს ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან აღმოღებული იყო გამონაკლისი", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, მისი თქმით, მთავრობა სრულად გაითვალისწინებს ამ კონფესიების ინტერესებს.

"ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მათი უფლებები დაცული იყოს. კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ეს ზედმეტი აჟიოტაჟია, თავდაპირველადვე იყო აღნიშნული, რომ ეს სისტემა ისე იმუშავებდა, როგორც გაზაფხულზე. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ყველა კონფესიისა და რელიგიის მიმდევარიის უფლება დაცული იქნება, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S