
"ბიზნესიდან ველოდებით სიებს, რათა კომპენსაციის გაცემა დროულად დაიწყოს"
27/11/2020 09:30:52 საშინაო პოლიტიკა
"ბიზნესიდან ველოდებით სიებს, რათა კომპენსაციის გაცემა დროულად დაიწყოს", – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ველოდებით დასაქმებული პირების და მათ შორის არაფორმალურად დასაქმებული პირების, თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და დეკემბრის განმავლობაში განხორციელდეს", – განაცხადა ცქიტიშვილმა.
იხილეთ ასევე: მთავრობა განმარტავს, რა დახმარება გაიცემა მოქალაქეებსა და ბიზნესზე (ჩამონათვალი სრულად)
ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ საქართველოში 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 102 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 161 გარდაიცვალა.