Accentnews.ge
ტიკარაძე – ეპიდვითარებაზე: "პასუხისმგებელია ყველა, ვინც უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს"

ტიკარაძე – ეპიდვითარებაზე: "პასუხისმგებელია ყველა, ვინც უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს"

25/11/2020 11:48:49 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

"ეპიდვითარების გაუარესებაზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არაა მხოლოდ ქალბატონმა მაიამ (ცქიტიშვილმა), ასევე მეც და ეპიდეიოლოგებმაც არა ერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის თავყრილობა იქნება ეს, პასუხისგებლობას ატარებს ყველა ის პირი, რომელიც უპასუხისგებლო შეკრებებს ახორციელებს ყველანაირი წესების დაცვის გარეშე, ეხება ეს როგორც ოპოზიციას, ასევე ეხება ეს ყველა იმ ქორწილს და სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელიც დღემდე გამართულა საქართველოს ტერიტორიაზე და რამაც გამოიწვია ეპიდემიის ასეთი მკვეთრი ზრდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S