
თბილისის მერმა უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟის ბრძანება გასცა
25/11/2020 06:35:41 საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟის ბრძანება გასცა.
"ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცებები უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მიწის დატაცებამ უკვე მიიღო სისტემური ხასიათი და ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკვას, რომ დღეიდანვე დაიწყოს ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ, თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმდება. ის არც ჩემია და არც თქვენი, სახელმწიფოსია და არავის მივცემთ საშუალებას, მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება. დაიწყეთ ქმედება. შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.