Accentnews.ge
ცქიტიშვილი იმ შეზღუდვებს ასახელებს, რომელთა დაწესების საკითხს მთავრობა განიხილავს

ცქიტიშვილი იმ შეზღუდვებს ასახელებს, რომელთა დაწესების საკითხს მთავრობა განიხილავს

23/11/2020 15:52:39 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმ შეზღუდვებს ასახელებს, რომელთა დაწესების საკითხს მთავრობა განიხილავს.

მისი თქმით, საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე და არა საყოველთაო "ლოქდაუნზე".

"ეპიდემიოლოგები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან იმაზე, რომ კორონავირუსის გავრცელების შენელების ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის შემცირება, ისევე, როგორც პირბადის მოხმარება. როდესაც მობილობაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება, იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა, შეიძლება, იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპორტის შეჩერება. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ "ლოქდაუნზე". ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე ან მათ ერთობლიობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმაში, რომ მობილობა დავწიოთ და შევანელოთ ვირუსის გავრცელება”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის წევრები სარესტორნო ბიზნესისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ით ავადობის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3531.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S