Accentnews.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

20/11/2020 08:12:36 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

"2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის 21 ნოემბერს 08:30 სთ-იდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება. საზოგადოების დროულად ინფორმირების მიზნით, ცესკოში ბრიფინგები რამდენიმე საათში ერთხელ ჩატარდება და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ისე ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე. 21 ნოემბერს 07:00 სთ-იდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2-51-00-51) და ონლაინ ჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე: საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 სთ 12:30 სთ 17:30 სთ 20:30 სთ განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს", – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S