Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "თბილისში ვიზიტისას პომპეო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე"

აშშ–ის საელჩო: "თბილისში ვიზიტისას პომპეო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე"

17/11/2020 16:57:08 საგარეო პოლიტიკა

"თბილისში ვიზიტისას აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ყურადღებას გაამახვილებს", – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩოს მირ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნატქვამი.

"სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მაიკ პომპეო ოფიციალურ ტურნეს თბილისიდან ისრაელში გააგრძელებს.

იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ქართველი ექსპერტები პომპეოს საქართველოში ამერიკელი სამხედროების მუდმივ საფუძველზე განთავსებას სთხოვენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S