
"შეიქმნა თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ"
17/11/2020 11:20:16 საშინაო პოლიტიკა, რეკლამა
"სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", – ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
"ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ. სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად ყალბი ანგარიში ცესკო-ს თავმჯდომარის სახელით, თამარ ჟვანიას ფოტოების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. გვინდა, განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკო-ს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება. გვინდა, მოვუწოდოთ სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არ შევიდნენ შეცდომაში და გაითვალისწინონ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს „ფეისბუქის“ ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი აღნიშვნა“, – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.