Accentnews.ge
კახა კალაძე – "სირცხვილის დერეფანზე": "ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება"

კახა კალაძე – "სირცხვილის დერეფანზე": "ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება"

16/11/2020 17:00:56 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურების დროს ამომრჩევლებისთვის „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მისივე თქმით, თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ მათ რიგებშიც გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც აზროვნების შესაძლებლობა და სწორი ხედვა აქვთ. ბევრმა დაგმო ეს ფაქტი იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რომ დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ამომრჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, მივიდეს არჩევნებზე, ვიღაცებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ხელი შეუშალონ არჩევანის გაკეთებაში“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: ბათუმში გუშინ გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ დემონსტრანტებს მოუწოდა, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურების დღეს საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნები" მოაწყონ.

ვაშალომიძის ინიციატივას არ იზიარებენ მისივე პარტიის ლიდერები – სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე. ამასთან, აღნიშნულ მოწოდებას მიუღებლად მიიჩნევენ შემდეგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და კოტე კემულარია.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ "თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ და ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს "სირცხვილის დერეფანში".

რაც შეეხება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს, მისი თქმით, "სირცხვილის დერეფნის" საკითზე პარტიას გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S