
სამადაშვილი – "სირცხვილის დერეფნებზე": "ვინც სხვის ამომრჩეველს პატივს არ სცემს, ვერავის ნდობას დაიმსახურებს"
16/11/2020 12:08:40 საშინაო პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი რიგი თანაპარტიელების მიერ გაჟღერებულ ინიციტიავას ეხმიანება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებზე მისული ამომრჩევლებისთვის "სირცხვილის დერეფნების" მოწყობის თაობაზე.
“იდეა ვის ეკუთვნის, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას დაიმსახურებენ”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ბათუმში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შემდეგი განაცხადა: “373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა უბანთან და გავაკეთოთ "სირცხვილის დერეფნები".