
ენმ–ის ცნობით, ბათუმში პარტიის ოფისს თავს დაესხნენ
16/11/2020 09:17:54 საშინაო პოლიტიკა, სამართალი
ენმ–ის ცნობით, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე პარტიის ოფისს თავს დაესხნენ.
როგორც ენმ–ში აცხადებენ, თავდამსხმელებმა შენობას სავარაუდოდ, ქვა ესროლეს, ჩატეხილია ფანჯრის მინა.
ინციდენტის დროს ოფისი დაკეტილი იყო და შენობაში არავინ იმყოფებოდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თავდასხმა "ძალა ერთობაშია – ენმ–ის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიას ოფისზეც განხორციელდა.