
ლევან იზორია ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
27/06/2019 05:59:09 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში იმყოფება, სადაც 26-27 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.
27 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრება. მინისტერიალის ფარგლებში იგი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს.
დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები შვედეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. საუბარი ძირითადად შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ნატოს მინისტერიალის მთავარი საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოდერნიზაციაა. განიხილება ასევე რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021