Accentnews.ge
ცსკ–ის ცნობით, 12:00 საათისთვის ამომრჩევეელთა აქტივობამ 19.41% შეადგინა

ცსკ–ის ცნობით, 12:00 საათისთვის ამომრჩევეელთა აქტივობამ 19.41% შეადგინა

31/10/2020 09:29:12 საშინაო პოლიტიკა

ცსკ–ის ცნობით, 12:00 საათისთვის ამომრჩევეელთა აქტივობამ 19.41% შეადგინა.

„ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში - 17,9%", – განაცხადა ცსკ–ის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება უკვე გამოვლენილ დარღვევებს, სადაც რეგისტრატორებმა დაარღვიეს ბიულეტენის მთლიანობა, კერძოდ, ისე მოხიეს ბიულეტენი, რომ არ იკითხებოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ნომერი, მიქელაძის განცხადებით, ეს რეგისტრატორები პროცესიდან მოიხსნა.

„ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება და აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა",- განაცხადა მიქელაძემ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.81%–ს (655 948 ამომრჩეველი) შეადგენდა.

ცნობისთვის: საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა, 30 – მაჟორიტარულით. მანამდე 77 დეპუტატი პარტიული სიით იყრიდა კენჭს, 73 — მაჟორიტარული ოლქებიდან.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

ბოლო მონაცემებით, ცსკ-ის სიაში 3 526 022 ამომრჩეველი ფიგურირებს. საქართველოს 14 170 მოქალაქე კი ხმის მიცემას უცხოეთში შეძლებს – 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იმოქმედებს (მათგან ორი – ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებითვის).

საპარლამენტო არჩევნების გარდა, 31 ოქტომბერს საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, ასევე თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ომის საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S