
ცსკ–ის ცნობით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტოვობამ 8.33% შეადგინა
31/10/2020 07:37:17 საშინაო პოლიტიკა
ცსკ–ის ცნობით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტოვობამ 8.33% შეადგინა.
„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთში - 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%", - განაცხადა ცსკ-ის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ცნობისთვის: საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა, 30 – მაჟორიტარულით. მანამდე 77 დეპუტატი პარტიული სიით იყრიდა კენჭს, 73 — მაჟორიტარული ოლქებიდან.
საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.
ბოლო მონაცემებით, ცსკ-ის სიაში 3 526 022 ამომრჩეველი ფიგურირებს. საქართველოს 14 170 მოქალაქე კი ხმის მიცემას უცხოეთში შეძლებს – 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იმოქმედებს (მათგან ორი – ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებითვის).
საპარლამენტო არჩევნების გარდა, 31 ოქტომბერს საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, ასევე თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ომის საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021