Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "შეზღუდვები დამღლელია მაგრამ, არ უნდა დავნებდეთ"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "შეზღუდვები დამღლელია მაგრამ, არ უნდა დავნებდეთ"

27/10/2020 05:00:00 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული "შეზღუდვები დამღლელია მაგრამ, არ უნდა დავნებდეთ".

“სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციურად სწავლა, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნაზე ან საყვარელი ადამიანების გლოვაზე უარის თქმა დამღლელია, თუმცა არ უნდა დავნებდეთ", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

მისივე თქმით, პოლიტიკამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრ ქვეყანაში შეაფერხა:

"იქ, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დაყოფას ეროვნულ დონეზე, სადაც ადგილი ჰქონდა აშკარა უპატივცემულობას მეცნიერების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიმართ ,საზოგადოება დაიბნა და შემთხვევები და სიკვდილიანობა გაიზარდა. აი, რატომ ვიმეორებ გამუდმებით : შეწყვიტეთ Covid-19-ის პოლიტიზირება".

ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს პირბადეების ტარებისა და ფიზიკური დისტანციის დაცვისკენ.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S