Accentnews.ge
BBC - ბელგიაში კოვიდ–ინფიცირებულ მედიკოსებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ

BBC - ბელგიაში კოვიდ–ინფიცირებულ მედიკოსებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ

27/10/2020 04:29:31 მსოფლიო

ბელგიაში კოვიდ–ინფიცირებულ მედიკოსებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ, – იუწყება BBC.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, ბელგიის ქალაქ ლიეჟიში მედიკოსების თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია. თუმცა, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის ფონზე სამედიცნო სფეროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ.

"ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰოსპიტალური სისტემა რამდენიმე დღეში ჩამოიშლება", – განუცხადა გამოცემას ბელგიის სამედიცინო კავშირების ასოციაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დევოსმა და დასძინა, რომ "ვირუსის პაციენტებზე გადაცემის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს".

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 23 087 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 321 031 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S