
აშშ-მა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სამ ირანულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
24/10/2020 06:25:43 მსოფლიო
აშშ-მა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სამ ირანულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ეხება სამ ირანულ ორგანიზაციას, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ამ გზით ცდილობდნენ, აშშ–ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას.
უწყების ცნობით, ახლადსანქცირებული ორგანიზაციებია: ირანის ისლამური რადიო, სატელევიზიო კავშირი (IRTVU) და ვირტუალური მედიის საერთაშორისო კავშირი (IUVM). როგორც სახაზინო დეპარტამენტი იუწყება, სამივე ორგანიზაციას სავარაუდოდ, მანამდე სანქცირებული ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აკონტროლებს.