
ევროკავშირმა ГРУ-ს ოფიცრებს ბუნდესტაგზე კიბერშეტევის გამო სანქციები დაუწესა
23/10/2020 06:14:25 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ორ ოფიცერს და უწყების ერთ –ერთ დეპარტამენტს გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაზე (ბუნდესტაგი 2015 წელს განხორციელებული კიბერშეტევის გამო სანქციები დაუწესა.
სანქცირებული დეპარტამენტია – ე.წ. სამხედრო ნაწილი 26165, ხოლო პირები, რომლებსაც შეეხოთ სანქციები, არიან ამ უწყების ოფიცერი დმიტრი ბადინი, ГРУ იგორ კოსტიუკოვი. სანქციები აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.
როგორც ევროკავშირი იუწყება, 2015 წლის აპრილსა და მაისში ბუნდესტაგის საინფორმაციო ცენტრზე კიბერშეტევის გამო „მნიშვნელოვანი მოცულობის მონაცემები მოიპარეს, სისტემის ოპერაციები რამდენიმე დღით იყო შეფერხებული". მისივე ცნობით, თავდასხმა შეეხო პარლამენტის რამდენიმე წევრის, ასევე კანცლერ ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტის ანგარიშებსაც.