
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: "რუსეთი და ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადნენ"
22/10/2020 09:08:47 მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯონ რატკლიფი აცხადებს, რომ რუსეთი და ირანი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადნენ.
„დადასტურებულად ვიცით, რომ ირანმა და რუსეთმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვეს. ამ ქმედების მიზანი ამომრჩევლების დაშინება, არეულობის გაღვივება და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ზიანის მიყენებაა”, - აღნიშნა რატკლიფმა.
ჯონ რატკლიფს არ უსაუბრია იმაზე, თუ რა გზებით მოახერხა რუსეთმა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების მოპოვება, ან როგორ აპირებს ამ ინფორმაციის გამოყენებას.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.