Accentnews.ge
აშშ-მა ГРУ-ს ოფიცრებს ბრალი წაუყენა, მათ შორის საქართველოზე კიბერშეტევის გამო

აშშ-მა ГРУ-ს ოფიცრებს ბრალი წაუყენა, მათ შორის საქართველოზე კიბერშეტევის გამო

20/10/2020 06:10:21 სამართალი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ კიბერშეტევის გამო ბრალი წაუყენა. ბრალდებულები არიან : იური ანდრიენკო, ვლადიმირ დეტისტოვი, პაველ ფროლოვი, ანატოლი კოვალიოვი, არტიომ ოჩიჩენკო და პიოტრ პლისკინი. ყველა მათგანი ГРУ-ს ქვედანაყოფ 74455-ის თანამშრომელია. ამერიკელი პროკურორების განცხადებით, სწორედ ეს ქვედანაყოფი ატარებდა ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში კრემლის ჩარევის მხარდასაჭერად.

გამოძიების თანახმად, ГРУ-ს ოფიცრების და მათი თანამზრახველების მიერ განხორციელებული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციისკენ, ან შურისძიებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს ადანაშაულებს საქართველოსა და უკრაინაში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში, საფრანგეთის პრეზიდენტის 2017 წლის არჩევნების დროს ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის თანამშრომლების კომპიუტერებსა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაში და კიბერშეტევებში საერთაშორისო და ბრიტანულ ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსეთის და დიდი ბრიტანეთის ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამლვის ფაქტს იძიებდნენ.

საქართველოს შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო დაწესებულებების და მედიაორგანიზაციების ვებ–საიტებსა და სერვერებზე 2019 წლის ოქტომბერში განოხოციელებულ კიბერშეტევაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S