
„შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი "შემთხვევით" დაიწყოს“
13/05/2019 11:43:02 სხვა, მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის განცხადებით, იმ ფონზე, როცა სპარსეთის ყურეში დაძაბულობა მატულობს, შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი "შემთხვევით" დაიწყოს. ამის შესახებ ბრიტანელმა მინისტრმა 13 მაისს, ბრიუსელში, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნული შეხვედრის თემაა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების შენარჩუნების შესაძლებლობები.
ჰანტის გაფრთხილების ფონია აშშ-ის მხრიდან სპარსეთის ყურეში სადესანტო ხომალდის და „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ბატარეის განთავსების გადაწყვეტილება, იმ დაუკონრეტებეული საფრთხის მოსაგერიებლად, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, ირანისგან მოდის.
ირანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აღარ შეასრულებს 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ გარკვეულ პირობებს, თუკი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არ დაიცავენ მის ინტერესებს აშშ-ის სანქციებისგან.
ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ერთი წლის წინ ხელშეკრულებიდან გავიდა და ირანს სანქციები აღუდგინა. ხელშეკრულების ფარგლებში ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეკვეცას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ხელშეკრულების ევროპელი მხარდამჭერები მის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ თეირანი ჩივის, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021