Accentnews.ge
Johnson & Johnson–მა კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკური ცდები შეაჩერა

Johnson & Johnson–მა კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკური ცდები შეაჩერა

13/10/2020 05:33:12 მსოფლიო

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Johnson & Johnson–მა ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკურ ცდები შეაჩერა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი ცდაში ერთ–ერთი მონაწილეში „ამოუხსნელი დაავადების“ გამოწვევა გახდა.

"მონაწილე პირის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), ასევე ჩვენი შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწვყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაცია სიფრთხილით გადაიხედება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S