Accentnews.ge
მუხთარლი საქართველოსკენ ვერ გამოემგზავრა: "ივანიშვილის მთავრობა მშიშარაა"

მუხთარლი საქართველოსკენ ვერ გამოემგზავრა: "ივანიშვილის მთავრობა მშიშარაა"

09/10/2020 11:02:03 პოლიტიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს გერმანიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აცხადებს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ. კერძოდ, ჟურნალისტის თანახმად, მას დაბრკოლებებს საქართველოს ავიახაზები უქმნის და გერმანიაში საქართველოს საკონსულო უქმნიან, ეუბნებიან, რომ დოკუმენტები წესრიგში არ აქვს.

"სიმართლე არ არის [რომ საბუთები არ მაქვს წესრიგში]. როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე", - წერს აფგან მუხთარლი.

განახლება

"მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება", - წერს სოციალურ ქსელში მუხთარლი და საქართველოს ხელისუფლებას "მშიშარას" უწოდებს:

"ივანიშვილის მთავრობა მშიშარაა. მათ ჩემი ჩამოსვლის ეშინიათ, რადგან ეს მათივე დანაშაულებებს გამოაშკარავებს. ისინი ვერ დამალავენ იმას, რაც ჩაიდინეს. ისინი, მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს პასუხს გასცემენ".

მუხთარლის თბილისში 19:00 საათისთვის ელოდნენ, თურმა როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა "აქცენტს" განუცხადა, გამომგზავრება გადაიდო და ამ ეტაპზე გაურკვეველია, როდის შეძლებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში ჩამოსვლას.

ცნობისთვის: მუხთარლი თბილისში დღეს დაბრუნებას პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გეგმავდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 20 ივლისს გამოიკითხა და მისი თბილისიდან გაუჩინარების შესახებ გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2017 წლის მოვლენებზე და პასუხი "გამოძიება გრძელდება" ამ წლების განმავლობაში ისმის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მუხთარლი მისი გატაცების საქმეში ქართულ და აზერბაიჯანულ ხელისუფლებას პოლიტიკურ თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის თბილისიდან სამართალდამცველების ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს და საზღვარზე აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

„საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S