
ტრამპი აქციის გამართვას გეგმავს
09/10/2020 05:01:45 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის გამართვას გეგმავს, სადაც მისი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქსნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ შაბათს, საღამოს აქციის მოწყობას შევეცდები, თუ საკმარისი დრო გვექნება ორგანიზებისთვის. აქციის ჩატარება ფლორიდაში გვინდა. შეიძლება, შემდეგ დღეს აქცია გავმართოთ პენსილვანიაშიც”,- აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.
დონალდ ტრამპის მკურნალმა ექიმმა შონ კონლიმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია და ამ კვირაშივე შეძლებს თავის საქმიანობის სრულფასოვნად გაგრძელებას.