
კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
07/10/2020 16:15:06 სამართალი
კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინებები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 სთ-ზე შემოვიდა. სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021