Accentnews.ge
მაია მიმინოშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს გადაამზადებს

მაია მიმინოშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს გადაამზადებს

13/05/2019 08:21:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელებს საქმიანობას. 

როგორც პარტიაში აცხადებენ,  მიმინოშვილი პარტიის წევრებს გადაამზადებს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მაია მიმინოშვილის „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებას მიესალმება.

“ეს არის პარტიაში განახლების ძალიან ბუნებრივი პროცესი და მე ამას მხოლოდ მივესალმები. იცით, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი კიდევ მეტად აქტუალური გახდა ჩვენს პარტიაში. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ის ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ექსპერტი, პარტიას ეხმარება კადრების ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას ობიექტურად აქვს”, – განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის: განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან 2018 წლის სექტემბერში გაათავისუფლა. 

მინისტრმა შესაბამისი გადაწყვეტილება "ახალი ენერგიისა და ახალი ხედვების საჭიროებით" ახსნა. 


 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S