
წყლის დონის მატება და მეწყერი - 14 მაისამდე საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი
12/05/2019 14:36:55 სხვა, საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 14 მაისამდე საქართველოში (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021