Accentnews.ge
თურქეთი ევროკავშირს ემუქრება

თურქეთი ევროკავშირს ემუქრება

07/07/2020 07:24:42 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ ევროკავშირი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, ანკარა ორგანიზაციის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს.

„ჩვენ ევროკავშირთან მუშაობა გვსურს, მაგრამ თუკი ბლოკი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, იძულებული გავხდებით, შესაბამისი პასუხი გავცეთ", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 13 ივლისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის საკითხს განიხილავენ და ანკარას მიერ კვიპროსის საზღვაო ეკონომიკურ ზონაში წარმოებული ბურღვითი ოპერაციების გამო, შესაძლოა, ბლოკმა დამატებითი ნაბიჯები გადადგას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S