Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება

აშშ–ის საელჩო ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება

10/05/2019 09:28:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.  ყოველთვის ვამაყობთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობით და მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა თავისი ფორმითა და შინაარსით ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.  ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი და ძლიერი სამხედრო პარტნიორობა მოიცავს თანამშრომლობას სამხედრო სწავლებების, გემებისა ვიზიტებისა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმართულებით საქართველოს უსაფრთხოების მხარდასაჭერად.  ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან  ავღანეთში.  ჩვენი პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობას, მისი შესაძლებლობების გაძლიერებას,  წვლილი შეიტანოს  საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებაში, აგრეთვე აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას დაიცვას მისი სუვერენული ტერიტორია“, – განუცხადა „აქცენტს“ აშშ-ის საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშემ.

ცნობისთვის: 1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S