Accentnews.ge
"თუ რომელიმე ევროდეპუტატი აფხაზეთში ჩავა და რაიმე კომენტარს გააკეთებს, ამას ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციასთან საერთო არაფერი ექნება"

"თუ რომელიმე ევროდეპუტატი აფხაზეთში ჩავა და რაიმე კომენტარს გააკეთებს, ამას ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციასთან საერთო არაფერი ექნება"

10/05/2019 09:18:05 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტი სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას არც ამჯერად აპირებს და არც მომავალში.

„აფხაზეთში დაგეგმილ "არჩვნებს" არც ევროპარლამენტი, არც მისი ცალკეული ოფიციალური პირები და ამა თუ იმ ორგანოების (მათ შორის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა კომიტეტი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფი (DEG)) წარმომადგენლები აკვირდებიან და არც სამომავლოდ ვაპირებთ, მსგავს „არჩევნებს“ დავაკვირდეთ, – განუცხადეს „აქცენტს“ ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში.

მისივე ცნობით, თუ რომელიმე ევროპარლამენტარი ოკუპირებულ რეგიონს დე ფაქტო არჩევნების პერიოდში ეწვევა და რაიმე კომენტარს გააკეთებს, ამას ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციასთან საერთო არაფერი ექნება.

„იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტის რომელიმე დეპუტატი გადაწყვეტს, იმოგზაუროს აფხაზეთში მიმდინარე წლის ივლისში და/ან გააკეთოს საჯარო კომენტარი იქ მიმდინარე მოვლენებზე, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი პერსონალური გადაწყვეტილება და არანაირად არა ევროპარლამენტის ან ევროკავშირის პოზიციის გამომხატველი“, – აცხადებენ ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებლად მიიწვიეს.

“არჩევნებზე მიწვეულები არიან საეთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის – ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც რესპუბლიკაში 2019 წლის მარტში, აფხაზი დიპლომატების ბრიუსელში ვიზიტის დროს დაპატიჟეს. მათ შორის, ევროპარლამენტის წარმომადგენლებიც გვპირდებიან, რომ არჩევნებს დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან", - აღნიშნა ტუჟბამ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წლის 21 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S