
სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა
07/05/2019 15:18:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო.
სუს-ის ინფორმაციით, შენგელი ფიცხელაურს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
"ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს – 1976 წლიდან ის შინაგან საქმეთა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 1980 წლიდან 1983 წლამდე ფიცხელაური კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი იყო. 1985-1991 წლებში შს სამმართველოს საგამოძიებოს განყოფილების უფროსი იყო. 1991 წლიდან 1997 წლამდე შენგელი ფიცხელაური იუსტიციის სამინისტროს ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 1997-2002 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 2002 წლიდან 2004 წლამდე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2019 წლის 22 იანვარს ფიცხელაური გახარიას მრჩევლად დაინიშნა" - აცხადებენ უწყებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021