Accentnews.ge
ხიბლა გერზმავამ COVID-19 გადაიტანა: “თუ ჩემსას “მსუბუქი ფორმა” ერქვა, წარმომიდგენია, რის გამოვლა უწევთ მძიმე ავადმყოფებს”

ხიბლა გერზმავამ COVID-19 გადაიტანა: “თუ ჩემსას “მსუბუქი ფორმა” ერქვა, წარმომიდგენია, რის გამოვლა უწევთ მძიმე ავადმყოფებს”

16/06/2020 09:51:55 კონფლიქტები

რუსეთში მოღვაწე ცნობილმა აფხაზმა საოპერო მომღერალმა ხიბლა გერზმავამ COVID-19 გადაიტანა. გამოჯანმრთელებული მომღერალი თაყვანისმცემლებს შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში უზიარებს.

«ყველაზე ცუდი ისაა, რომ 13რტიდან მოყოლებული, შინიდან ფაქტობრივად არ გავსულვარ, ვიცავდი უსაფრთხოების ყველა წესს და ვირუსი ჩემს სახლში მაინც შემომეპარა! მაისის შუა რიცხვებში ვიგრძენი სისუსტე, ამიწია სიცხემ, თუმცა კორონავირუსზე არც მიფიქრია, სანამ მეორე დღეს ყნოსვა და გემო არ დავკარგე... ეს საშინელება იყო!10 დღის განმავლობაში მტკიოდა თავიც და მთელი სხეულიც, ძარღვებისა და კანის ჩათვლით, მქონდა მაღალი სიცხე, თვალების საშინელი წვა, თანდათანობით მთლიანად წამერთვა ყნოსვა და გემო.... მედიკოსებმა მსუბუქი ფორმა დამიდგინეს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის გარეშე, სახლის პირობებში მკურნალობით. გაფიქრებაც კი მზარავს, თუ ჩემი ფორმა მსუბუქი იყო, მაშინ რის გამოვლა უწევთ მძიმე ავადმყოფებს?! ვირუსი არსებობს და მტერს არ ვუსურვებ ამ კოშმარის გადატანას! ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებიც ამ ყველაფერს არასერიოზულად ეკიდებიან, არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც გამოგონილი პრობლემაა… ყველას მოგმართავთ თხოვნით, დაიცავით საკუთარი თავიც და ახლობლებიც!», - წერს გერზმავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S