
სოხუმში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩო ალყაში მოაქციეს
05/06/2020 10:15:47 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს შენობა სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.
ამის მიზეზი ანონიმური ზარი გახდა შენობაში ბომბის არსებობის თაობაზე.
ამ დროისთვის ადგილზე ძალოვანი დე ფაქტო უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. ისინი მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანების გაყვანასა და იქაურობისგან გაცლას სთხოვენ, - იუწყება Telegram-არხი “Абхазия-24”.
ფაქტთან დაკავშირებით დე ფაქტო შსს-მ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
«5 ივნისს, დაახლოებით 11:10 სთ-ზე უწყების სამორიგეო სამსახურში შემოვიდა ზარი რუსეთის ფედერაციის საელჩოდან იმის შესახებ, რომ 4 ივნისს, 19:30 სთ-ზე დიპლომატიური წარმომადგენლობის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ იქნა შეტყობინება საელჩოს ტერიტორიაზე ბომბის ჩადების თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს საელჩოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება. ადგილზე შსს-ს, უშიშროების სახელმწიფო სამსახურისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ".