
რა საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა ჩრდილოეთ კავკასიაში საზღვრების დადგენის პროცესში – გიორგი კანაშვილის დაკვირვება
14/06/2019 10:47:13 ციტატა
"ამასობაში, ჩეჩნეთის საზღვრების დადგენა საკმაოდ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. საზღვრების დემარკაციის პროცესი, პრინციპში, მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს; მაგრამ ჩრდ. კავკასია და ზოგადად კავკასია, მოგეხსენებათ, განსაკუთრებულად დახვეწილ და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს.
ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვარი ისე დადგინდა, რომ ინგუშები, რბილად, რომ ვთქვათ - ნაწყენები დარჩნენ. დაახლოებით იგივე ხდება, ამჟამად, დაღესტნის მიმართულებით. რეალურად, ისტორიულიად, მიწა ვის ეკუთვნის რთული დასადგენია და „ჩვენი“ საქმე არცაა; მაგრამ ისე, არც თუ შორიდან, დამკვირვებლისთვის რამოდენიმე საინტერესო ასპექტი გამოიკვეთა:
- კადიროვისადმი ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, მიწაზე როდესაც მიდგა საქმე, თითქმის ყველა ჩეჩენი გაერთიანდა; ეს მოხდა უკვე ინგუშეთის ამბებისას, დაღესტანზე ხო საუბარიც ზედმეტია;
- ინგუშებმა და დაღესტნელებმა: აღდგომა და ხვალეო... თქვენ დახმარება კიდე დაგჭირდება და მერე ვნახოთო; სოციალური ქსელების დონეზეც კი ჩანს, ინგუშებისა და დაღესტენელბის სოლიდარობის ზრდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში;
- რაც შეეხება ხელისუფლებებს. ჩეჩნეთის ხელისუფლება მოქმედებს - უზომოდ უხეშად, მაგრამ სასწაულად კოორდინირებულად; რაც ახასიათებს კიდევაც ამ ტიპის რეჟიმებს; დაღესტნის და ინგუშეთის - საერთოდ არ მოქმედებს; რაც ასევე დამახასიათებელია შიდა ლეგიტიმაციის არ მქონე და სრულიად კორუმპირებული რეჟიმებისთვის".
წერს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: კადიროვი დაღესტნელებს „თითების დამტვრევითა“ და „ენის ამოგლეჯით“ ემუქრება