Accentnews.ge
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა

14/06/2019 06:21:53 სხვა, რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ჩამოიშალა კლდის მასა და  გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

ამასთანავე, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S