Accentnews.ge
"პენიტენციურ დაწესებულებებში გაითიშა "TV პირველი", რაც ეცნობა არხის დირექტორს, მისგან პასუხს უმოკლეს ვადაში ველით"

"პენიტენციურ დაწესებულებებში გაითიშა "TV პირველი", რაც ეცნობა არხის დირექტორს, მისგან პასუხს უმოკლეს ვადაში ველით"

25/04/2019 08:20:45 სხვა, საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ტელეკომპანია "პირველთან" დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.  

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სატელევიზიო არხები შეუფერხებლად მაუწყებლობს, მათ შორის იყო ტელეკომპანია ,,პირველი“, რომელიც სატელევიზო თანამგზავრიდან "Azerspace 46 გრადუსი" მაუწყებლობდა, თუმცა არხის მაუწყებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წლის 17 აპრილს გაითიშა, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან დამოუკიდებლად მოხდა.

აღნიშნული ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა  18 აპრილს წერილით მიმართა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტოს და ითხოვა უმოკლეს ვადაში პასუხის მიღება იმაზე, თუ როდის აღდგება ტელეკომპანიის მაუწყებლობა, თუმცა ამ დრომდე ტელეკომანიისგან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არანაირი განმარტება არ მიუღია არც არხის გათიშვის მიზეზის და არც მაუწყებლობის აღდგენის ვადასთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც "აქცენტს" ტელეკომპანია "პირველის" კომერციულმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ განუცხადა, პენიტენციურ დაწესებულებებს მაუწყებლობა 1-ლი მაისიდან აღუდგებათ. 

"აღნიშნული გათიშვა უკავშირდება ტელეკომპანიის შიდა ტექნიკურ ცვლილებას.  ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ პენიტენციური დაწესებულებები სიგნალს "Azerspace 46 გრადუსი"-დან იღებდნენ, თორემ წინასწარ ეცნობებოდათ. ჩვენ მივიღეთ წერილი პენიტენციური დაწესებულებიდან და მათ პასუხი ხვალ გაეგზავნებათ" - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ. 

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S