Accentnews.ge
"ერთ კონცერტში უფრო მეტ ხელფასს ვიღებ, ვიდრე თანამდებობაზე"

"ერთ კონცერტში უფრო მეტ ხელფასს ვიღებ, ვიდრე თანამდებობაზე"

13/06/2019 16:26:20 ციტატა

“დიდი მადლობა “ქართულ ოცნებას” ნდობის გამოცხადებისთვის, მათ მომცეს საშუალება, გავაკეთო ჩემს რეგიონში ბევრი სასიკეთო საქმე, სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით ტურისტული სეზონების გახანგრძლივება, აქტიური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ინვესტორების მოზიდვა, მე ვფიქრობ, ის რეგიონი, რომელიც მე ჩამაბარა გუბერნატორმა, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია. ხელფასისთვის არ ვმუშაობ აქ, ჩემი ლტოლვა იყო ყოველთვის ჩემს რეგიონს გამოვდგომოდი, კაბინეტში ჯდომას არც ვაპირებ, ერთ კონცერტში უფრო მეტ ხელფასს ვიღებ, ვიდრე ამ თანამდებობაზე. შემეძლო კარიერა გამეგრძელებინა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ჩემი კარი ყველასთვის ღია იქნება...ჯერ ნახონ რას და როგორ გავაკეთებ, ბევრი ინფორმაცია მივიღე და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები...2008 წლიდან ოპონირების რეჟიმში ვარ. თუ დაფასებაა ის, რომ რაღაც გავაკეთო ჩემს რეგიონში, ვიტყვი რომ დამიფასეს და მადლობა  პოლიტიკურ გუნდს, პრემიერ–მინისტრს იმისთვის, რომ მხარდამჭერებს აფასებს და გვერდით იყენებს. დღეს ქართული ოცნება გუნდია, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება...მქონდა გასაუბრება სოზარ სუბართან. მე დავურეკე, შევთანხმდით და მივედი შეხვედრაზე. შემდეგ მხარის გუბერნატორთან ბესო ამირანაშვილთან მქონდა შეხვედრა და მან შემომთავაზა. ბატონი პრემიერი საქმის კურსში იყო ჩემს დანიშნვასთან დაკავშირებით”.

განაცხადა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ახლადდანიშნულმა მოადგილემ ზურა ხაჩიძემ TV "პირველის" ეთერში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S