Accentnews.ge
აზერბაიჯანში ჟურნალისტი დააკავეს

აზერბაიჯანში ჟურნალისტი დააკავეს

13/06/2019 15:12:45 კავკასია

აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა ჟურნალისტ ფოლად ასლანოვის მიმართ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც უწყებაში მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, დადგენილია, რომ ასლანოვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საიდუმლო შეხვედრებს მართავდა უცხოური სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და ჩართული იყო მათთან თანამშრომლობაში გარკვეული მატერიალური ანაზღაურებს სანაცვლოდ. 

"ამ თანამშრომლობის ფარგლებში ასლანოვი შეგროვებულ ინფორმაციას უცხოეთის სპეცსამსახურებს გადასცემდა, რითაც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას ზიანი მიაყენა",– აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: ასლანოვი საინფორმაციო საიტების xeberman.com და press-az.com დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. 

  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S