Accentnews.ge
აქციების შემდეგ ჰონკონგის მოსახლეობა ქუჩებს ალაგებს [ვიდეო]

აქციების შემდეგ ჰონკონგის მოსახლეობა ქუჩებს ალაგებს [ვიდეო]

13/06/2019 14:47:50 სხვა, მსოფლიო, ეს საინტერესოა

ჰონკონგის მაცხოვრებლები დღეს ქალაქის ქუჩებში გავიდნენ იმ ნაგვისგან გასაწმენდად, რომელიც საპროტესტო აქციების შემდეგ დაგროვდა. როგორც აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს განუმარტა, მოქალაქეებმა ვალდებულად იგრძნეს თავი, ქალაქი გაეთავისუფლებინათ ნაგვისგან, რომელიც მათ მიერ ორგანიზებული აქციების შედეგად დაგროვდა. 

"ჩვენ გვსურდა, ქალაქისთვის რაიმე კარგი გაგვეკეთებინა",– განმარტა მან.  


ცნობისთვის: ჰონკონგის მაცხოვრებლები აპროტესტებენ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს, რადგან შიშობენ, რომ იგი შესაძლოა, ხელისუფლების კრიტიკოსების ჩინეთისთვის გადაცემის მიზნით იქნას გამოყენებული. 

საპროტესტო აქციების მას შემდეგ შეწყდა, რაც ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა დროებით გადადო.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებული აქციები ყველაზე მასშტაბურად იქცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.  

ჰონკონგზე ჩინეთის სუვერენიტეტი 1997 წელს აღდგა. ქალაქმა გარკვეული ავტონომია და სულ მცირე, 50 წლით არსებული სამართლებრივი სისტემის ხელთუქნელობის გარანტია მიიღო. თუმცა ბოლო პერიოდში ჩინეთმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ჰონკონგში მისი ავტონომიის შეზღუდვის მცდელობად აღიქვეს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S