
"რა დაემართება ლარს, მართლა რომ დადგეს ე.წ. "ნეიტრალიტეტის" საკითხი?"
13/06/2019 13:20:23 ციტატა
"თურქული ლირა აშშ-სგან დისტანცირებისა და რუსეთთან დაახლოების (S-400-ების თემა) ფონზე მორიგ ანტირეკორდებს ამყარებს. დღეს 1 აშშ დოლარი 5,89 ლირაზე მეტი გახდა (დილით 5,80 იყო).
ხოდა, ამხელა ზომის მქონე თურქეთის ეკონომიკა თუ ვერ უძლებს გეოპოლიტიკურ რყევებს, რა დაემართება ქართულ ლარს, მართლა რომ დადგეს "პატრიოტთა ალიანსის" (იგულისხმე პუტინი) ე.წ. "ნეიტრალიტეტის" (იგულისხმე პრორუსულობა) საკითხი?"
წერს რონდელის ფონდის მკვლევარი, პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.