Accentnews.ge
რატომ გადადგა კვირიკაშვილი: "ვინმეს თუ ჰგონია, რომ სიღარიბის გამო მოხსნეს..."

რატომ გადადგა კვირიკაშვილი: "ვინმეს თუ ჰგონია, რომ სიღარიბის გამო მოხსნეს..."

12/06/2019 21:50:50 ციტატა

"ქალბატონი ცქიტიშვილი [მაია] საუბრიბდა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პროექტს ხელს უწყობდა...სახელმწიფო მუშაობდა პრემიერ კვირიკაშვილის დროს. პრემიერი კვირიკაშვილი ვინმეს თუ ჰქონია, რომ სიღარიბის გამო მოხსნეს, ეს იყო ძალიან კონკრეტულად მისი პოზიცია ანაკლიასთან დაკავშირემით, ის შეხვედრები, რომელიც მას ჰქნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის ლობირება და მიდგომა, რომ სახელმწიფო და კერძო კომპანია ერთად უნდა აშენებდეს ამ პროექტს, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ბაქო–ჯეიჰანის, ბაქო–თბილისი–ყარსის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში ეს პროექტი ვერ შედგება. ეს იყო ივანიშვილისთვის გამაღიზიანებელი. ამაზე ძალიან ღიად ისაუბრა ივანიშვილმა. ამ თემაზე ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ იყო ძალიან მკვახე საუბარი. მათ ხაზარაძის გაყვანა უნდოდათ პროექტიდან. ამაზე ძალიან კონკრეტულად იყო საუბარი. ამასობაში გვავიწყდება ფოთის პორტი. იქ სერიოზული ინტერესები დევს. ადრე კაპანაძის მეშვეობით მართავდნენ, ახლა მართავენ უჩა მამაცაშვილის მეშვეობით. იქ არის ფიფია, ჩხარტიშვილი, დანიური და ჰოლანდიური კომპანიები, რომელიც იმ დოზით ამუშავებს პორტს, რომელიც მას სჭირდება. მისი ძირითადი ბიზნესი რუსეთშია, არ სჭირდება, დამარტებითი ტვირთები საქართველოში წამოიღოს. არც ერთი გადაწყვეტილება საქართველოში არ მიიღება. ამდენად, აქ ინტერესებია დაჯახებული...სჭირდებათ, ჩაიშალოს პტოექტი ხაზარაძის ხელში, რომ გადასცეს მათთვის სასურველ პირს და შემდეგ გაწელონ, რომ არა ამერიკელებთან, არამედ ჩინელებთან ერთად გააკეთონ. ამაზე კონკრეტული საუბრები იყო".

განაცხადა უშიშროების საბჭოს ყოფილმა წევრმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია "პირველის"  ეთერში.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S