Accentnews.ge
კადიროვი დაღესტნელებს „თითების დამტვრევითა“ და „ენის ამოგლეჯით“ ემუქრება

კადიროვი დაღესტნელებს „თითების დამტვრევითა“ და „ენის ამოგლეჯით“ ემუქრება

12/06/2019 10:58:51 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთ–დაღესტნის საზღვარზე შექმნილ დაძაბულ ვითარებას ეხმიანება და ორი რესპუბლიკის მაცხოვრებლებს მოუწოდებს „პროვოკაციებს არ აჰყვნენ“, ხოლო „შეურაცხმყოფელი“ კომენტარების ავტორებს „თითების დამტვრევითა“ და „ენის ამოგლეჯით“ ემუქრება.

კადიროვის ამ განცხადებების შემცველ ვიდეორგოლს, რომელიც „ინსტაგრამში“ გამოქვეყნდა უკვე 10 000–ზე მეტი ნახვა აქვს.

როგორც კადიროვმა აღნიშნა, ის და მისი გუნდის წევრები „უყურადღებოდ არც ერთ კომენტარს არ ტოვებენ“ და „ნუ გაუკვირდებათ, თუ მათ სახლებშიც მივლენ და დაუკაკუნებენ“.

მან დაღესტნის მაცხოვრებლებს მოუწოდა, „ცოტა თვალი გაახილონ, მიმღები ანტენები ჩართონ და ყველაფერი გადახარშონ“.

„თუ შეურაცხყოფთ ჩემს სისხლს, ჯიშს, ოჯახსა და ხალხს, ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია. ამიტომ კარგად დააკვირდით თქვენს ენებს, თითებს, ემანდ სადმე არ დაკარგოთ“, – დასძინა კადიროვმა.

ცნობისთვის: 16 მარტს ჩეჩნეთმა ცალმხრივი გადაწყვეტილებით დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი ყიზლარის რაიონის მიდამოებში, სოფელ ნოვომონასტირსკოეს სიახლოვეს. მაშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ "ჩეჩნეთი დიდხანს ელოდა და დაღესტნის მხრიდან რეაქცია ვერ მიიღო".

თავის მხრივ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე დაღესტნური კომისიის წევრები ამ მიდამოებში არ გამოჩენილან.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით დავა ჩეჩნეთსა და ინგუშეთსაც აქვთ. კერძოდ, ინგუშეთის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩეჩნეთისთვის კონკრეტული ტერიტორიები დაეთმო, რასაც ინგუშეთში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S