
11 მაისიდან იხსნება თბილისი, 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი
07/05/2020 10:05:33 საზოგადოება
11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა სრულად გაიხსნება,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მომოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული.
გახარია ამბობს, რომ ეპიდვითარება მსგავსი შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვას ელემენტარული წესები – პირბადე, ჰიგიენის წესები, სოციალური დისტანცია.
შემსუბუქება არ ეხება "კომენდანტის საათს.