
მილიარდერი დიმიტრი ბოსოვი გარდაცვლილი იპოვეს
06/05/2020 17:58:21 მსოფლიო
მილიარდერი დიმიტრი ბოსოვი დღეს ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი, რომელსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, ნათესავებმა სოფელ უსოვოში, ბოსოვის კუთვნილ სახლში აღმოაჩინეს. გვერდით პისტოლეტი “Glock” იდო, - წერს «Интерфакс».
მისივე ინფორმაციით, გადრაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს შემოწმება.
ბოსოვი კომპანიების «Сибантрацит» და «Востокугль» მფლობელი გახლდათ, იყო კომპანიების ჯგუფ «Аллтек»-ის დამფუძნებელი, რომლის კუთვნილებაშია არქიტექტურისა და დიზაინის ცენტრი “Artplay”.
მისი კომპანია «Сибантрацит» იყო გენერალური სპონსორი “ღამის ხოკეის სამოყვარულო ლიგისა”, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით ჩამოყალიბდა.
ბოსოვი 52 წლის გახლდათ. “Forbes”-ს მისი ქონება 1,1 მლრდ დოლარად ჰქონდა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ რუსული მედია თვითმკვლელობის ვერსიას აჟღერებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021