Accentnews.ge
აშშ–მ თურქეთის წინააღმდეგ პირველი ზომები მიიღო

აშშ–მ თურქეთის წინააღმდეგ პირველი ზომები მიიღო

11/06/2019 08:02:38 სხვა, მსოფლიო

ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაწვრთნას თურქი პილოტები F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის, – ამის შესახებ პენტაგონის Reuters–ს პენტაგონში განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, აშშ–ში, არიზონაში მდებარე საჰაერო ბაზაზე რეგულარულად ჩადიან თურქი პილოტები, რომლებსაც F-35–ებისთვის წვრთნიან. ამჟამად ბაზაზე ოთხი თურქი პილოტი იმყოფება, თუმცა ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  ისინი სამომავლოდ აღარ გაწვრთნას. 

აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება ანკარას განზრახვას, შეიძინოს რუსული წარმოების S-400–ები. 

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა განაცხადა, ამჟამად ამერიკულ ბაზაზე მყოფი თურქი პილოტები ადგილზე ივლისის ბოლომდე დარჩებიან. 

ცნობისთვის:   თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურს.  თუმცა აშშ–ის ოფიციალური პირების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი S-400- ებს შეიძენს, შესაძლოა, ვაშინგტონმა ანკარას F-35–ები აღარ მიჰყიდოს. 

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს CNBC იუწყებოდა, რომ აშშ–მა თურქეთს დაახლოებით ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის.  

რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.  გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S