Accentnews.ge
აშშ–მა საქართველოს დამატებით 600 000 დოლარი გამოუყო

აშშ–მა საქართველოს დამატებით 600 000 დოლარი გამოუყო

17/04/2020 12:31:05 პოლიტიკა

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო,– ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩო იუწყება.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, თანხა კორონავირუსის დამარცხების მიზნით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

მთლიანობაში ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 1.7 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო. გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის USAID-ის მიერ გამოყოფილი 1.7 მილიონი დოლარის ფარგლებში შესაძლებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის, რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა.

„ამერიკის მთავრობა წლების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობამ ეკონომიკური, საჯარო სამსახურების, საქართველოს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით USAID-ის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საშუალებით საქართველოს დაახლოებით 140 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

ვამაყობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან, ჯანდაცვის სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“,– აცხადებენ საელჩოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S